
ავტორი
Front News საქართველო
ეს არის საზოგადოების გახლეჩისა და ხელოვნურად დაპირისპირების მცდელობა. “ოცნება” ცდილობს, აჩვენოს, ვითომ ძლიერია და ღირსეულად უჭირავს თავი, ვითომ მის გვერდით ხალხი დგას ამ კანონპროექტის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ედუარდ შევარდნაძე და ასლან აბაშიძეც აკეთებდნენ კონტრაქციებს და ცნობილია, როგორ დაასრულეს.
“მახსოვს, კონტრაქციას როგორც აკეთებდნენ ედუარდ შევარდნაძე და ასლან აბაშიძე მმართველობის ბოლოს, კარგად მახსოვს, მათ როგორ დაამთავრეს. ახლა ხელისუფლების მხრიდან ხალხის ქუჩაში გამოყვანა იმავე შედეგს მოიტანს. ეს არის საზოგადოების გახლეჩისა და ხელოვნურად დაპირისპირების მცდელობა. სწორედ ამიტომ ეს ყველაფერი არასერიოზულია. “ქართული ოცნება“ ცდილობს, აჩვენოს, ვითომ ძლიერია და ღირსეულად უჭირავს თავი, ვითომ მის გვერდით ხალხი დგას ამ კანონპროექტის მხარდასაჭერად“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
თაგები:
იაგო ხვიჩია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს