იაგო ხვიჩია – ეს გაერთიანება არასაკმარისია იმისათვის, რომ ბარიერი გადალახოს, ამიტომ უნდა გაძლიერდეს

ავტორი
Front News საქართველო
ეს გაერთიანება არასაკმარისია იმისათვის, რომ ბარიერი გადალახოს, ამიტომ უნდა გაძლიერდეს “ნაცებთან” შესვლით, ან სხვა პოლიტიკური მოთამაშეების დამატებით, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა გვარამია და ნიკა მელია იმ გამოწვევებს, რომელიც პოლიტიკაშია, მარტო ვერ გაუმკლავდებიან.
“ცალკე აღებული, მგონი, მარტო ეს ორი ადამიანი არ იქნება საკმარისი არსებული გამოწვევების დასაძლევად და მოუწევთ, სხვა “ნაცური” პარტიების შემოერთება. ეს გაერთიანება არასაკმარისია იმისათვის, რომ ბარიერი გადალახოს, ამიტომ ჩემი აზრით, ის უნდა გაძლიერდეს, რომ ხმები არ დაიკარგოს – გაძლიერდეს “ნაცებთან” შესვლით, ან სხვა პოლიტიკური მოთამაშეების დამატებით”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
“მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ და “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დღეს ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაცია წარადგინეს. მათი გუნდის სახელი იქნება “ახალი” საარჩევნო ნომერი – 4.
თაგები:
იაგო ხვიჩია




