იაგო ხვიჩია – ეს იმდენად უხერხული იყო, მე მგონი, თვითონ მიხვდნენ, რომ შარდის სიწმინდის დაცვაზე თავი დაენებებინათ, რაც კარგია


ავტორი
Front News საქართველო
ეს იმდენად უხერხული იყო, მე მგონი, თვითონ მიხვდნენ, რომ შარდის სიწმინდის დაცვაზე თავი დაენებებინათ, რაც კარგია და ჩვენ მხარს ვუჭერთ, – ამის შესახებ Front News-თან პარტია “გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ნარკოტიკის მოხმარება-არმოხმარებით არ განისაზღვრება დეპუტატის ხარისხი.
“ჩვენ ყოველთვის არასწორად მიგვაჩნდა ეს და არ ჩაგვიბარებია არასდროს. თვითონ “ქართული ოცნება“ იყენებდა ამას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და ამბობდა, რომ ვიღაცა ნარკოტიკს მოიხმარს და თხოვდათ შარდის ანალიზსს.
ეს იმდენად უხერხული იყო, რომ მე მგონი, თვითონ მიხვდნენ, რომ შარდის სიწმინდის დაცვაზე თავი დაენებებინათ, რაც კარგია და ჩვენ მხარს ვუჭერთ. “ქართული ოცნების“ ლიდერებს მოშარდვა დაეზარათ და ამიტომ მიიღეს ეს კანონი. რატომ უნდა შეამოწმო ვიღაცის შარდი შეიცავს თუ არა მარიხუანის მოლეკულებს? ამით ხომ არ განისაზღვრება ჩვენი დეპუტატები კარგები არიან თუ არა. ეს იმდენად უაზრობა და შეურაცხმყოფელია, კიდევ კარგი ვიღაც გონს მოვიდა”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ახალი განკარგულების თანახმად, პოლიტიკოსები ნარკოტესტს აღარ ჩააბარებენ. ამის პარალელურად, უქმდება 500 ლარიანი ჯარიმაც, რომელიც იმ შემთხვევაში იწერებოდა, თუ პოლიტიკოსი ტესტს არ ჩააბარებდა.
თაგები:
იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია – “რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“, დაახლოებით ეს დაემართა ქართულ ოპოზიციას

იაგო ხვიჩია საპარლამენტო უმრავლესობას – მოგიწოდებთ გამიჯნოთ პარლამენტის წევრებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის სამი საკითხი ერთმანეთისგან

ლევან ვასაძე – საიდან ეს უიშვიათესი დაავადება, რომელიც წლები ვითარდება, მაინცდამაინც იმ 2 თვეში, რაც პოლიტიკაში შემოვედი?