იაგო ხვიჩია – გამოდის, რომ მთელი მთავრობა იქნება დასანქცირებული, ანუ, ქვეყნის მთავრობა და ეს არ მინდა


ავტორი
Front News საქართველო
ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მხოლოდ მისი დასანქცირება არ იქნება. გამოდის, რომ მთელი მთავრობა იქნება დასანქცირებული, ანუ, ქვეყნის მთავრობა და ეს არ მინდა, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, მას არასდროს არავის სანქცირება არ მოუთხოვია საქართველოში და მათ შორის, არც ბიძინა ივანიშვილის.
“ამ ქვეყანაში არავის სანქცირება არ მომითხოვია, მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილისას მოვითხოვ. როცა დასავლელი პარტნიორები ჩვენზე ხელს ჩაიქნევენ და მიგვატოვებენ, დაუცველები დავრჩებით და “ქართული ოცნების” განცხადებების რახარუხი, რომ ქართველ ხალხს იცავენ, სიტყვათა უაზრო ერთობლიობა იქნება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის. ამათ იმედად მტერი იყოს. როგორ შეიძლება, მათ იმედზე დარჩე, როცა შეიძლება საქართველოს მხარეს მთელი სამყარო იყოს და ამაზე უარს აცხადებენ? ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მხოლოდ მისი დასანქცირება არ იქნება. გამოდის, რომ მთელი მთავრობა იქნება დასანქცირებული, ანუ, ქვეყნის მთავრობა და ეს არ მინდა. მინდა, ეს არ მოხდეს”, – განაცხადა ხვიჩიამ.
თაგები:
იაგო ხვიჩია

მიხეილ ყაველაშვილი – პირველად მოხდა, რომ ქვეყანამ თავისი ინტერესი დაიცვა და თქვა, რომ ჩემს ქვეყანას ომი არ უღირს და დაიწყო ეს ზეწოლა – მინდა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ეს იცოდეს

სალომე ზურაბიშვილი – რომ არ მივიღოთ, ეს იქნება უზარმაზარი უიმედობის საფუძველი, რაც არ ვიცი რით უნდა დავძლიოთ

იაგო ხვიჩია – რამე არ შეეშალოთ, “გირჩის” ოფისი სხვა ოფისი არ ეგონოთ, ეს მინდა გავაფრთხილო