Logo

იაგო ხვიჩია – ღირსეული ქმედება არ ყოფილა ის, როგორც ჩვენი მთავრობა იქცეოდა უკრაინელების მიმართ, მაგრამ ქართველი მებრძოლები იბრძვიან უკრაინელების დასაცავად

პოლიტიკა
559
Frontnews image description

ჩემი გადმოსახედიდან, ღირსეული ქმედება არ ყოფილა ის, როგორც ჩვენი მთავრობა იქცეოდა უკრაინელების მიმართ მაგრამ ქართველ ხალხზე საყვედურს ვერ ვიტყვი, რადგან ჩვენი მებრძოლები იბრძვიან უკრაინელების დასაცავად, – ამის შესახებ Front News-თან პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოსთვის რუსეთიდან საფრთხე ყოველთვის არსებობს, თუმცა თვლის, რომ ღირსეული საქციელი მაშინაა, როცა საფრთხის დროს ეხმარები სხვას.

 

“ღირსება განსხვავებული ამბავია ბევრი სხვადასხვა ადამიანისთვის. ჩემი გადმოსახედიდან, ღირსეული ქმედება არ ყოფილა ის, როგორც ჩვენი მთავრობა იქცეოდა უკრაინელების მიმართ, მაგრამ ქართველ ხალხზე საყვედურს ვერ ვიტყვი, რადგან ჩვენი მებრძოლები იბრძვიან უკრაინელების დასაცავად.

 

გააგრძელებს თუ არა ხელისუფლება უკრაინის მიმართ დახმარებას, ეს “ოცნების“ ინტერესებზეა დამოკიდებული. დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება ფრონტზე მოვლენები. საქართველოს ხელისუფლებისთვის თუ გახდა საჭირო და თუ აწყობს უკრაინის დახმარება, შესაძლოა, ყველაზე პრორუსიდან ყველაზე პროამერიკელი. შესაბამისად, სად ექნებათ ამ დიაპაზონში გაჩერება, წარმოდგენა არ მაქვს. ეს ერთადერთ რამეზე შეიძლება იყოს დამოკიდებული – როგორ განვითარდება ფრონტზე მოვლენები. ამ თვალსაზრისითაც ჩვენ უნდა ვგულშემატკივრობდეთ და გვაწყობდეს უკრაინის გამარჯვება.

 

საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ღირსეული ქცევა სწორედ საფრთხის დროს განისაზღვრება და არა ლხინისას”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა, რომ საქართველო უკრაინას ღირსეულად ექცეოდა და მხარს უჭერდა. მისივე თქმით, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები