
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში საომრად გამოძახებულს ხალხს გაქცევის საშუალებას არ აძლევს და პუტინის ჯარში უშვებს იძულებით, ეს სწორი ქმედებაა უკრაინის გულშემატკივრის პოზიციიდან? – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთიდან გამოქცეულ ადამიანებს ახლა ფიზიკური და მორალური გადარჩენის ამოცანა აქვთ.
“ჰუმანური და ადამიანური არგუმენტი – ტირანიას ვემალები, იმიტომ რომ მე არ მინდა მოყვასის მოკვლა. შენ არ მიშვებ, რაღაც არგუმენტები გაქვს იმის გამო, რომ მერე რუსები შემოყვებიან, მოქალაქეობას მიიღებენ, დარჩებიან და ასე შემდეგ. საერთოდ სხვა საკითხი დგას, ამ წუთას მინდა ფიზიკურად გადავრჩე, ან მკვლელი არ გავხდე – მორალურად გადავრჩე, შენ ამაში ხელს მიშლი და თან მორალური არგუმენტები მოგყავს, ეს არ მესმის“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.
თაგები:
იაგო ხვიჩია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს