
ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანით ძალიან წააგო და სიტუაციის ესკალაციას ძალით შეუწყო ხელი.
“სააკაშვილი როგორც არ უნდა მოგვწონდეს და მის მიმართ რა სახის პრეტენზიაც არ უნდა გვქონდეს, მგონია, რომ ამ ქვეყანაში ბევრ ადამიანს, მათ შორის მის მოწინააღმდეგეებს არ უნდათ, რომ ის ისეთ ადგილას იყოს, სადაც ქურდები და ძველი ბიჭები აგინებენ.
ჩემი აზრით, ხელისუფლებამ გლდანში მისი გადაყვანით ძალიან წააგო და სიტუაციის ესკალაციას ძალით შეუწყო ხელი. მგონია, რომ ხელისუფლება ამდენს ტყუილად ბედავს, რადგან ქვეყანაში ძალიან ბევრია დაგროვილი უარყოფითი განწყობა ხელისუფლების მიმართ. ადამიანების ფსიქიკა, განწყობა და ნერვები არის წკიპზე და აქამდე თუ მათ აკავებდათ ის, რომ მიხეილ სააკაშვილის საფრთხე არსებობდა და ამით ანეიტრალებდნენ, „ქართული ოცნებისთვის“ იქნება ტრაგედია, რომ ადამიანებს სააკაშვილი შეეცოდათ და სიმპატიები მისკენ გადაიხაროს, როგორც საცოდავი ადამიანის მიმართ, რომელიც ქურდებში აღმოჩნდა. ეს „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან ცუდად დამთავრდება და კარგად არ დასრულდება არც საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამიტომ, ხელისუფლებას მოვუწოდებ, სააკაშვილის დედის და 89 უკრაინელი დეპუტატის თხოვნა გაითვალისწინოს და ის სამკურნალოდ გაგზავნონ არა გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, არამედ საზღვარგარეთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს