
ავტორი
Front News საქართველო
ხელისუფლებას ტემპი აქვს აკრეფილი საკუთარი თავის ამ შემოდგომაზე დასრულების, ერთადერთი იმაზე ვნერვიულობ, შემოდგომამდე მშვიდად მივიდეთ, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება უკვე ისტერიკულ რეჟიმზეა გადასული.
“ჩემი აზრით, ხელისუფლება შედის ისტერიკულ რეჟიმში და ზოგადად, ყოველდღიურ რეჟიმში უშვებს შეცდომებს და ხალხს აღიზიანებს დამატებით.
ეს რაღაცა რეესტრის შექმნაც ამ მიდგომის ერთ-ერთი პირმშოა. რომ გითხრათ ამაზე ძალიან ვნერვიულობ-მეთქი, არ ვნერვიულობ, იმიტომ, რომ ხელისუფლებას ისეთი ტემპი აქვს აკრეფილი საკუთარი თავის დასრულების ამ შემოდგომაზე, ერთადერთი იმაზე ვნერვიულობ, შემოდგომამდე მშვიდად მივიდეთ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
თაგები:
იაგო ხვიჩია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს