
ავტორი
Front News საქართველო
“ლელო” პერსპექტიული იმ შემთხვევაში მგონია, თუ პარტიის ლიდერები პოლიტიკას თავს დაანებებენ და სხვა პოლიტიკოსებს დააფინანსებენ, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
“ძალიან ვგულშემატკივრობთ გიორგი ვაშაძეს, რომ თავისი მიზნები წარმატებით განახორციელოს და „ნაცებს“ შეერწყას. ის იქნება პირველი მერცხალი იმ დიად საქმეში, რასაც ოპოზიციის ერთ ქვაბში მოხარშვა ჰქვია.
ერთი პარტიის გაკეთებას თუ მოახერხებენ და ყველა „ნაცი“ იქ მოგროვდება, „ქოცებთან“ კი – „ქოცები“, ნებისმიერ სხვა ადამიანს საშუალება ექნება, “გირჩი“ შემოხაზოს.
“ლელო“ პერსპექტიული იმ შემთხვევაში მგონია, თუ პარტიის ლიდერები პოლიტიკას თავს დაანებებენ და სხვა პოლიტიკოსებს დააფინანსებენ. მათ სხვა ნიჭი აქვთ, პოლიტიკის ნიჭი არ აქვთ. ტყუილად არ გაფლანგონ ფული, წესიერად დააბანდონ.
“ლელოს“ ლიდერებს ღმერთმა ბიზნესის კეთების ნიჭი მისცა და ესაა დასაფასებელი. პოლიტიკის ნიჭი რომ არ მისცა, ამას ვხედავთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
თაგები:
იაგო ხვიჩია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს