
ავტორი
Front News საქართველო
ჩემს მეგობარს ჩემი პირადი მხარდაჭერა ექნება, – ამის შესახებ “გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ სახალხო დამცველობის კანდიდატად ლევან იოსელიანის დასახელებასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ექნება თუ არა “გირჩის“ მხარდაჭერა, ამასთან დაკავშირებით ალბათ, საუბარი დასაწყებია. მისგანაც სათქმელია პოზიცია, ჩვენგანაც შესაჯერებელია საკითხები და ალბათ, პასუხი ამის შემდეგ იქნება. რაც შეეხება პირადად ჩემს მხარდაჭერას ჩემი მეგობრის მიმართ, მეგობრებს ვენდობი და მხარს ვუჭერ ან ისინი ჩემი მეგობრები არ არიან. ლევან იოსელიანი ჩემი მეგობარია და ამით ყველაფერი ვთქვი. შესაბამისად, სჯობს, სხვას ჰკითხოთ ნეიტრალური და მიუკერძოებელი კომენტარებისთვის. მე მიკერძოებული ვარ.
კანდიდატურის დაყენებას აღარ ვაპირებ, საქართველოს მოსახლეობას ერთხელ ჰქონდა შანსი ჩვენი არჩევის, მეორეჯერ აღარ ექნება“, – განაცხადა ხვიჩიამ.
თაგები:
იაგო ხვიჩია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს