იაგო ხვიჩია – მილიონ ქართულ დოლარზე დავენიძლავები “ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერ წევრს, რომ მიშა არ ჩამოვა

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გვაქვს „გირჩის“ ციფრული ვალუტა – ქართული დოლარი, მილიონ ქართულ დოლარზე დავენიძლავები „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერ წევრს, რომ მიშა არ ჩამოვა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
“მიხეილ სააკაშვილს აქამდეც ბევრჯერ უქნია ეს ამბავი და ბოლოს არ გაუკეთებია, წკიპზე იყო და არ გამოსულა. როგორ გითხრათ ახლა მის თავში რა დევს. ერთადერთი შემიძლია, დაგენიძლავოთ, შემიძლია, დავენიძლავო „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერ წევრს, ვისაც ეს უნდა. ჩვენ გვაქვს “გირჩის“ ციფრული ვალუტა – ქართული დოლარი, მილიონ ქართულ დოლარზე დავენიძლავები „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერ წევრს, რომ მიშა არ ჩამოვა, მე ამის მჯერა.
ეს ემსახურება თავისი ამომრჩევლის მობილიზებას, საპროტესტო მუხტის აწევას და ზოგადად პოლიტიკური სპექტრის რადიკალიზაციას, იმას, რომ ადამიანებმა დაიჯერონ, აი, ჰა და ჰა მიშა მოდის, აქეთ ბიძინაა, სხვადასხვა პილიტიკური პარტიის ადგილი გაქრეს და საბოლოო ჯამში ის ამომრჩეველი, რომელიც აქამდე არ აპირებდა მისვლას და ბიძინასთვის ხმის მიცემას, მივიდეს და „ქართულ ოცნებას“ მისცეს ხმა. ხომ იცით, მე დიდი ხანია, მჯერა, რომ მიშა და ბიძინა შეკრულები და ერთმანეთთან დალაგებულები არიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
თაგები:
იაგო ხვიჩია
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


