
ავტორი
Front News საქართველო
სულ სამი პარტია არსებობს – “ქოცები”, “ნაცები” და “გირჩი”, მაგრამ ამის მიუხედავად, მიშამ არჩევნებზე მაინც ორი პარტიით გადაწყვიტა გამოსვლა. ორი პარტიით გადის „ქართული ოცნებაც“ – თავად და “გახარიები”, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ არჩევნებზე მთავარია ხმები არ დაიკარგოს.
“ჩემი აზრით, მთავარია, ხმები არ დაიკარგოს. იმისათვის, რომ ხმები არ დაიკარგოს, კარგი იქნებოდა, ქართული პოლიტიკური სპექტრი ისევ წარდგეს ბიულეტენზე, როგორც ეს რეალობაშია.
რეალობაში, სულ სამი პარტია არსებობს – “ქოცები”, “ნაცები” და “გირჩი” , მაგრამ ამის მიუხედავად, მიშამ არჩევნებზე მაინც ორი პარტიით გადაწყვიტა გამოსვლა ან შეიძლება მიშამ არ გადაწყვიტა, მაგრამ, ფაქტია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ამ არჩევნებზე ორი პარტიით გავა. ზუსტად ასე ორი პარტიით გადის „ქართული ოცნება“ – თავად “ქართული ოცნება” და “გახარიები”, რომლებიც “ქართული ოცნების” წევრები იყვნენ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
თაგები:
იაგო ხვიჩია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს