
ავტორი
Front News საქართველო
თუ დაპირისპირების რისკი იქნება, გვინდა ორივესთან მიგვესვლებოდეს. ორივე აქციის მონაწილეთა გვერდით ვდგავართ, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, დაპირისპირების შემთხვევაში მის პარტიას განმასხვავებელი ატრიბუტიკა ექნება, რათა მოქალაქეებმა გაარჩიონ ვინ ვინ არის.
“თუ იქნება ორი აქცია დაპირისპირების შანსი იარსებებს, “გირჩს” ატრიბუტიკა, დროშები და კიდევ სხვა რაღაცები ექნებათ, რათა ადამიანები მიხვდნენ, ვინ ვართ და შუაში ჩავდგებით.
თუ დაპირისპირების რისკი იქნება, გვინდა ორივესთან მიგვესვლებოდეს. “არა, რუსულ კანონს” აქციის სულისკვეთებას მხარს ვუჭერთ, მაგრამ “ქართული ოცნების” მიერ ჩამოყვანილი ხალხიც ჩვენი მომავალი ამომრჩეველია და არ გვინდა, მათ რაიმე დაემართოთ, ვინმემ აბულინგოს ან შეურაცხყოს.
ორივე აქციის მონაწილეთა გვერდით ვდგავართ, რადგან არიან ადამიანები, რომლებსაც სამსახურის დაკარგვის შიშით, ასეთ სათაკილო აქციაზე დგომა მოუწევთ. დაპირისპირების რისკი არსებობს, რადგან ხელისუფლებამ კონტრაქცია დაგეგმა”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
თაგები:
იაგო ხვიჩია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს