
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება” ძალიან სწორად მიდის, რითაც შეუძლია, ოპოზიციას ეხმარება. ცდილობენ, საკუთარი საქმე გააფუჭონ, თუმცა ისინი ოპოზიციის იმედად არიან, რადგან ხელისუფლებას ოპოზიცია ეხმარება, რომ შეცდომა ეპატიოს, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, “ოცნების” არც დაპირება და არც ხალხთან შეხვედრები არ მუშაობს.
“ქართული ოცნება” ძალიან სწორად მიდის, რითაც შეუძლია, ოპოზიციას ეხმარება. ცდილობენ, საკუთარი საქმე გააფუჭონ, თუმცა ისინი ოპოზიციის იმედად არიან, რადგან ხელისუფლებას ოპოზიცია ეხმარება, რომ შეცდომა ეპატიოს.
ყველა გამოსვლა, დაპირება და რეგიონებში ჩასვლა გაჯერებული იყო იმ შეცდომებით, რაც მათ არ უნდა აწყობდეთ. “ქართული ოცნების” არცერთი დაპირება არ მუშაობს. რაც მუშაობს, დაშინებაა იმით, რომ ჩვენ თუ არა, ომი იქნებაო და ასევეა მოსყიდვა. არც დაპირება და არც ხალხთან შეხვედრები არ მუშაობს, რადგან ყველას ესმის, რომ მთელი ამ კამპანიის დროს “ქართული ოცნება” გულწრფელი არ არის და ფონს გასვლას სადღეგრძელოებით ცდილობს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
თაგები:
იაგო ხვიჩია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს