იაგო ხვიჩია – “ქოცები” საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ აიღებენ და იტყვიან, რომ დაპირებას ვერ ვასრულებთო


ავტორი
Front News საქართველო
“ქართულ ოცნებას” ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა. მას აფხაზეთის დაბრუნება თუ უნდოდა ან “ნაცების” გაუქმება ამის შესაძლებლობა აქამდეც არსებობდა. სინამდვილეში, მათი მიზანი ხელისუფლებაში დარჩენაა, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ფაქტია, რომ “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ აიღებს.
“ქართულ ოცნებას” ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა. მას აფხაზეთის დაბრუნება თუ უნდოდა ან “ნაცების” გაუქმება ამის შესაძლებლობა აქამდეც არსებობდა და ახლა, ფაქტია, რომ “ქოცები” საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ აიღებენ და იტყვიან, რომ დაპირებას ვერ ვასრულებთ იმიტომ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ ვიღებთო და სინამდვილეში, მათი მიზანი ხელისუფლებაში დარჩენაა და არა საკონსტიტუციო უმრავლესობის აღება”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
“ქართული ოცნება” რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს. პარტიის ლიდერების თქმით, “ქართულ ოცნებას” საპარლამენტო უმრავლესობა სჭირდება, რომ არჩევნების შემდეგ კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” გასამართლდეს, ასევე, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად კონსტიტუციაში ცვლილება იქნება საჭირო.
თაგები:
იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია – ჩვენი მიზანია, იმ დოზით ვიყოთ წარმოდგენილი, რომ „ქოცები“ და „ნაცები“ 30%-ზე მეტს თუ ვერ კრავენ, ჩვენი დახმარება დასჭირდეთ

იაგო ხვიჩია – ჩემი აზრით, ამ პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოში “ქოცები” მოიგებენ იმიტომ, რომ მსაჯი მათია

იაგო ხვიჩია – ამდენი ხანი რას აკეთებდა? 15 წუთი ვერ ეპოვა, რომ კანონზე ხელი მოეწერა და რამდენიმე დღე ხალხი ტყუილად არ დაესვა ციხეში?