
ავტორი
Front News საქართველო
ომით დაზიანება ცუდია და ამას ვერაფერი შეედრება, მაგრამ სხვისი ომის შედეგად მეგობრებს და პარტნიორებს რომ კარგავ და გზას ასცდები, არც ეს არის სახარბიელო საქმე მაშინ, როცა ომში საერთოდ ჩართული არ იყავი, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩია განაცხადა.
მისივე თქმით, მისთვის ნაკლებად დამაჯერებელია, რომ ამერიკა ისეთი სუსტია, ომში ჩართვას ყველას სთხოვს და არავინ ერთვება.
“არ მჯერა, რომ ამერიკა ისეთი სუსტია, ომში ჩართვას ყველას სთხოვს და არავინ ერთვება, ეს არგუმენტი თავიდანვე არადამაჯერებელია.
შეიძლება, ეს ნათქვამი ვალიდური იყოს მაშინ, როცა ომში უკვე 20 ქვეყანა ჩაერთო და 21-ე ხარ, ვინც არ ჩაერთე. მანამდე კი ის 20 ქვეყანა განადგურდა და ბრძნული მმართველობის შედეგად, ისევ თავისუფალი ქვეყანა ხარ, ეს რომ იყოს, დავიჯერებდი, მაგრამ ომში ისევ ის ქვეყნები არიან, რითაც ომი დაიწყო, ხოლო ჩვენი ქვეყანა პროდასავლური კურსიდან თავისი შინაარსით პრორუსულ კურსზე გადავიდა. ომით დაზიანება ცუდია და ამას ვერაფერი შეედრება, მაგრამ სხვისი ომის შედეგად მეგობრებს და პარტნიორებს რომ კარგავ და გზას ასცდები, არც ეს არის სახარბიელო საქმე მაშინ, როცა ომში საერთოდ ჩართული არ იყავი”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
თაგები:
იაგო ხვიჩია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს