
ავტორი
Front News საქართველო
უაზრო კანონებზე ვეტოების დადება და მერე მოხსნა არის “ქართული ოცნების” და ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ე.წ. დამპლური თამაშები ქართველ ხალხთან. მათ მაგივრად მრცხვენია, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” და საქართველოს პრეზიდენტი შეთანხმებული არიან უაზრო კანონებზე ვეტოს დადებას და მერე ამ ვეტოს დაძლევაზე.
“უაზრო კანონებზე ვეტოების დადება და მერე მოხსნა არის “ქართული ოცნების” და ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ე.წ. დამპლური თამაშები ქართველ ხალხთან. მე როგორ მივიღო ამაში მონაწილეობა, მათ მაგივრად მრცხვენია ამას, რომ აკეთებენ.
დაძლევენ ამ ვეტოს, ეს თავიდანვე შეთანხმებული ამბავია, სალომე ზურაბიშვილმა უნდა დაადოს ვეტოები ისეთ უაზრო კანონებზე, რომელიც არავის აინტერესებს და მერე “ქართულმა ოცნებამ”, როგორც ჭეშმარიტმა, ძლიერმა პოლიტიკურმა ძალამ ეს ვეტო უნდა დაძლიოს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
“ქართული ოცნების” მიერ ინიციირებულ საარჩევნო რეფორმის კანონს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, რომლის დაძლევასაც მმართველი გუნდი აპირებს.
თაგები:
იაგო ხვიჩია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს