
ავტორი
Front News საქართველო
იმის გამო, რომ მას ამნისტია არ შეეხოს იმ ადამიანებს, რომლებიც იმავე მუხლით სხედან ციხეში, რაც მიხეილ სააკაშვილს აქვს მისჯილი, მგონი, არაა სამართლიანი ვთქვათ, რომ იცით რა, არც ერთს არ გაგიშვებთ იმიტომ, რომ მიშა ზის ციხეში ამ მუხლით, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
“მგონი, ძალიან ცხადია, რომ ზოგი მუხლი იმიტომ კი არ წერია ამნისტიის შესახებ კანონპროექტში, რომ ყველა შემთხვევაში ეწერებოდა, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკური მოტივებით წერია. მაგალითისთვის, საზღვრის უკანონო გადაკვეთა. გასაგებია, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის გამოა აქ მოხვედრილი, თორემ სხვანაირად არ მოხვდებოდა. ისევე, როგორც საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაული. მესმის, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ამბავია, რომ მიხეილ სააკაშვილს ეხება ამნისტია და ამას შეიძლება, რაღაც მოჰყვეს. მოგეხსენებათ, სააკაშვილის მიმართ ისედაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეები და მომავალშიც რაღაც მიესჯება. მაგრამ იმის გამო, რომ მას ამნისტია არ შეეხოს, იმ ადამიანებს, რომლებიც იმავე მუხლით სხედან ციხეში, რაც მიხეილ სააკაშვილს აქვს მისჯილი, მგონი, არაა სამართლიანი ვთქვათ, რომ იცით რა, არც ერთს არ გაგიშვებთ იმიტომ, რომ მიშა ზის ციხეში ამ მუხლით.
მოდით, მიხეილ სააკაშვილის საქმე ცალკე დავუტოვოთ სასამართლოს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარლამენტი “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დღეს უყრის კენჭს.
თაგები:
იაგო ხვიჩია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს