Logo

იაკობ ქაჯაია ოლიმპიადის ფინალშია

620
Frontnews image description

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაიამ ნახევარფინალში ჩილეს სახელით მოასპარეზე კუბელი მოჭიდავე აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა და ტოკიოს ოლიმპიადის ფინალის საგზური მოიპოვა.

 

ქართველმა სპორტსმენმა მეოთხედფინალში რუსი სერგეი სიმიონოვი დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:1 დაამარცხა, პირველ წრეში კი ფინელ მატი ელიას კუოსმანენს შეხვდა და მეტოქეს სუფთა გამარჯვებით ორ წუთში სძლია.

 

იაკობ ქაჯაია ოქროს მედლისთვის ფინალში ხვალ იბრძოლებს.

თაგები:

ტოკიო
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები