
ავტორი
Front News საქართველო
ევროპული საბჭო გადაწყვეტილებებს მიიღებს არჩევნების შემდეგ და თუ საქართველოში იქნება მთავრობა, რომელიც ზურგს აქცევს ევროპულ ინტეგრაციას, მაშინ ვშიშობ, რომ ამას ექნება ძალიან უარყოფითი გავლენა ქართველ ხალხზე, – ამის შესახებ “ევროპული რეფორმის ცენტრის” საგარეო პოლიტიკის დირექტორმა იან ბონდიმ განაცხადა.
მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ ქართველებს კარგად ექნებათ გაცნობიერებული თავიანთი არჩევანი.
“ჩემი აზრით, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებებს მიიღებს არჩევნების შემდეგ და თუ საქართველოში იქნება მთავრობა, რომელიც ზურგს აქცევს ევროპულ ინტეგრაციას, მაშინ ვშიშობ, რომ ამას ექნება ძალიან უარყოფითი გავლენა ქართველ ხალხზე.
ევროკავშირი ძალიან დიდი ბაზარია, რომელშიც საქართველოს შეუძლია, რომ განავითაროს ტურიზმი, მიიღოს ინვესტიციები, საგანმანათლებლო სფეროში მოახდინოს გაცვლები და ეს ყველაფერი გაცილებით უკეთესია, ვიდრე მოსკოვთან ახლო ურთიერთობები. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ქართველებს კარგად ექნებათ გაცნობიერებული ეს არჩევანი, როდესაც არჩევნებზე მივლენ ოქტომბრის ბოლოს”, – განაცხადა იან ბონდიმ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს