იან კელი – ახლა ურთიერთობები უფრო და უფრო გაუარესდება, მაგრამ ჯერ დრო კიდევ არის

ავტორი
Front News საქართველო
ვფიქრობ და ძალიან მტკივა გული, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვალსაზრისით ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ასეთი ცუდი არ ყოფილა აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობები, 1990-იან წლებს თუ არ ჩავთვლით, – აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა.
“ჩვენ ვხედავთ ქმედებებს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ვიზების გაუქმების თვალსაზრისით, დახმარების გაყინვა, კონგრესში შეტანილი კანონპროექტი, რომელიც დაავალებს სახელმწიფო დეპარტამენტს დაადგინონ ისეთი პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამერიკისგან საქართველოს დისტანცირებაში. აშკარაა, რომ ეს ყველაფერი რუსეთის ინტერესების გატარებაა”, – განაცხადა კელიმ.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ტრაექტორიას ასცდა, რომელიც დასავლეთისკენ მიდიოდა.
“ქართული ოცნების” რიტორიკა და ქმედებები, მტრული ტონია არა მხოლოდ ამერიკის წინააღმდეგ, არამედ საკუთარი სამოქალაქო საზოგადოების მიმართაც, რაც თავის მხრივ ამაზრზენია. უცხოელი აგენტების კანონი, რაც მიიღეს, რომელიც, პრაქტიკულად, რუსულის ანარეკლია.
“ქართული ოცნება” ტრაექტორიას ასცდა, რომელიც დასავლეთისკენ მიდიოდა. ახლა ურთიერთობები უფრო და უფრო გაუარესდება, მაგრამ ჯერ დრო კიდევ არის. მმართველმა პარტიამ უნდა აღადგინოს აშშ-ის ნდობა მათ მიმართ, რომ ისინი გააკეთებენ იმას, რაც საჭიროა, რათა ეს ურთიერთობები გაუმჯობესდეს. დღემდე ამის ნიშანი არ გვინახავს”, – განაცხადა კელიმ “ფორმულას” ეთერში.
თაგები:
იან კელი




