იან კელი – არ ველოდები ძალიან დიდ ცვლილებას პოლიტიკაში საქართველოსთან მიმართებაში


ავტორი
Front News საქართველო
ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნების“ ზოგიერთი ხელმძღვანელი ბოლომდე ვერ ათვიცნობიერებს, როგორ ხდება ამერიკაში ხელისუფლების განაწილება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” თუ სურს საერთაშორისო აღიარების მიღება, უნდა ჩაატაროს საერთაშორისო სახის გამოძიება ბრალდებებთან დაკავშირებით.
“ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნების“ ზოგიერთი ხელმძღვანელი ბოლომდე ვერ ათვიცნობიერებს, როგორ ხდება ამერიკაში ხელისუფლების განაწილება. რა თქმა უნდა, საოცარი გამარჯვება მოიპოვა ტრამპის პარტიამ, რომელსაც არავინ ელოდებოდა, რაც შეეხება, იმას, თუ, რა განსხვავება იყო ტრამპის შედეგებსა და ჰარისის შედეგებს შორის, ჩვენ უნდა გავიგოთ ის, რომ ამერიკის კონგრესი გახლავთ ორპარტიული საქართველოს საკითხთან დაკავშირებით. თქვენ ბრძანეთ კონგრესმენი უილსონის შესახებ, ასევე არსებობენ ხელმძღვანელი რესპუბლიკელები, სენატის კომიტეტში სენატორი რიჩი, ასევე პალატის თავმჯდომარე, ისინი ძალიან პროქართულ პოზიციებზე დგანან და პროქართული მისწრაფებების თვალსაზრისით პოზიციონირებენ, რომ საქართველო მიისწრაფვის ნატოსა და ევროკავშირისკენ. მე არ ველოდები ძალიან დიდ ცვლილებას პოლიტიკაში საქართველოსთან მიმართებაში.
ავტორიტარული ლიდერები, როგორიც არიან ვენესუელის და ირანის ხელმძღვანელობა, ისინი ულოცავენ „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მოლოცვებს ვაშინგტონიდან და ნამდვილად, მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ ძალიან სერიოზულად აღიქვას ის ფაქტი, რომ იგი ვერ მიიღებს საერთაშორისო ლეგიტიმაციას ვაშინგტონიდან, სანამ იმ ბრალდებებს არ გაითავისებს სერიოზულად, რაც აქედან მოდის.
ჩემთვის ძნელია წარმოვიდგინო ის, თუ, როგორ ჩაატარებს აღნიშნული მთავრობა ობიექტურ გამოძიებას. თუ სურთ საერთაშორისო აღიარების მიღება, უნდა ჩაატარონ საერთაშორისო სახის გამოძიება ბრალდებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა იან კელიმ.
თაგები:
იან კელი

თეა წულუკიანი – ნაციონალები “ფირმის“ სინდრომით არიან დაავადებული და ჰქონიათ, რომ თუ ფონ კრამონი და იან კელი რაღაცას გვეტყვის, დასავლეთი ღაღადებს ჭეშმარიტებას, ეს ასე არ არის

მაკა ბოჭორიშვილი – ამის საფუძვლები არის ძალიან კარგად გაწერილი და ეს საფუძვლები საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს

ირაკლი ღარიბაშვილი – ბრიუსელში ვიზიტისას ძალიან ცნობილმა ლიდერებმა მითხრეს, რა ხდება, რა უბედურება გჭირთ, ჩამოდიან თქვენი ოპოზიციის წარმომადგენლები და გვეუბნებიან, რამენაირად იქნებ არ იყოს პოზიტიური გადაწყვეტილება მიღებული საქართველოსთან მიმართებაში