
ავტორი
Front News საქართველო
არჩევნებამდე ორი დღით ადრე ვიღაც მიანიშნებს, რომ არჩევნების შემდეგ ისინი გააგრძელებენ მუქარას და ნებისმიერი პროდასავლური ოპოზიციის გაჩუმებას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, პირებს, რომლების საცხოვრებელ სახლშიც ჩხრეკა ჩატარდა მაღალი შეფასება აქვს საქართველოში რუსეთის მავნე ზეგავლენასთან ბრძოლაში გაწეული მუშაობის გამო.
“ორივეს მაღალი შეფასება აქვს საქართველოში რუსეთის მავნე ზეგავლენასთან ბრძოლაში გაწეული მუშაობის გამო. არჩევნებამდე ორი დღით ადრე ვიღაც მიანიშნებს, რომ არჩევნების შემდეგ ისინი გააგრძელებენ მუქარას და ნებისმიერი პროდასავლური ოპოზიციის გაჩუმებას”, – წერს იან კელი.
დღეს ჩხრეკა ჩატარდა Atlantic Council-ის მკვლევრის სოფო გელავას და მისი ქმრის, პოლიტიკოსი გიორგი ნონიაშვილის სახლში, ასევე Atlantic Council-ის კიდევ ერთი თანამშრომლის, მკვლევარ ეთო ბუზიაშვილის სახლში. ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახური იმყოფებოდა ძმებ ონისე და სანდრო ცხადაძეების სახლშიც, საიდანაც კომპიუტერული ტექნიკა წაიღეს.
ასევე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები დილიდან იმყოფებიან ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში.
ამასთან, ჩხრეკა ჩატარდა ქუთაისში, ზუგდიდის ქუჩაზე ვალერი ტყეშელაშვილის სახლშიც.
თაგები:
იან კელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს