
ავტორი
Front News საქართველო
შეშფოთება სერიოზულად გაიზარდა მმართველი პარტიის ქმედებებითა და რიტორიკით. ჩვენ გამოვიყენებთ უზარმაზარ ფინანსურ სანქციებს ივანიშვილის ფულთან დაკავშირებით, თუ “ოცნება” გააგრძელებს ამ გზით სიარულს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ განაცხადა.
მისივე თქმით, განსაკუთრებული შეშფოთება ე.წ. აგენტების კანონის მიღებამ გამოიწვია.
“შეშფოთება სერიოზულად გაიზარდა მმართველი პარტიის ქმედებებითა და რიტორიკით, განსაკუთრებით, “უცხოური აგენტების კანონთან” მიმართებით და განსაკუთრებით, ანტიდემოკრატიული საფრთხეების გაჟღერებით, რომ პოლიტიკურ და იურიდიულ მკაცრ სასჯელს გამოიყენებენ ოპოზიციის წინააღმდეგ. ეს გახლავთ ისეთი ანტიდემოკრატიული ნაბიჯი, რომელსაც ვერ წარმოვიდგენდი.
მწამს, რომ აშშ და ევროკავშირი რეალურ ინტერესს ავლენს საქართველოსთან დაკავშირებით რომ ის დარჩეს ევროატლანტიკურ და დასავლურ ტრაექტორიაზე. ამ დროს ჩვენ რა უნდა მოვიქმედოთ – ნათლად უნდა განვუცხადოთ საქართველოში “ოცნების” ლიდერებს, ივანიშვილის ჩათვლით, რომ ჩვენ გამოვიყენებთ უზარმაზარ ფინანსურ სანქციებს მის ფულთან დაკავშირებით, თუ “ოცნება” გააგრძელებს ამ გზით სიარულს და განსაკუთრებით, თუ იგი რაიმეს ჩაიდენს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოს არჩევნების ლეგიტიმურობა”, – განაცხადა იან კელიმ.
თაგები:
იან კელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს