
ავტორი
Front News საქართველო
საქართველო, როგორც შავი ზღვის ქვეყანა, უნდა ებრძოლოს რუსეთის აგრესიას და მის ძალისხმებას, რომ შავი ზღვა აქციოს რუსეთის ზღვად – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს როგორც საზღვაო სახელმწიფოს, მეტის პოტენცია აქვს.
“ვფიქრობ, საქართველოს უნიკალური პოზიცია აქვს რეგიონში, რომლის გამოყენება უფრო ეფექტურადაა შესაძლებელი. მაგალითად, შავ ზღვასთან დაკავშირებით. ენერგოდერეფნის, სავაჭრო დერეფნის თვალსაზრისით, როგორც საზღვაო სახელმწიფოს კარგი შესაძლებლობა აქვს, რომ გააკეთოს მეტი და გავიდეს შავი ზღვის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაზე. დავინახოთ რისი გაკეთება შეუძლია დამატებით საქართველოს, უკრაინის მხარდასაჭერად.
ომი დასრულდება და კარგი იქნება, რომ საქართველომ თავის თავის პოზიციონირება მოახდინოს, როგორც შავი ზღვის ქვეყანამ, რომელმაც უნდა შექმნას რეგიონული მიდგომა, რომ ებრძოლოს რუსეთის აგრესიას და მის ძალისხმებას, რომ შავი ზღვა აქციოს რუსეთის ზღვად“, – განაცხადა იან კელიმ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ჩართვისას.
თაგები:
იან კელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს