
ავტორი
Front News საქართველო
ჩემს ყოფილ კოლეგებს ვურჩევდი, გამოიყენონ მკაცრი რიტორიკა. მაგრამ ამას ასევე მოაყოლონ ქმედებები, იმიტომ რომ “ქართულმა ოცნებამ” უკვე აჩვენა, რომ მხოლოდ რიტორიკით ისინი არ შეჩერდებიან, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება პარტნიორებს გლობალური ომის პარტიად აცხადებს.
“საქართველოს ეს მთავრობა უკვე დიდი ხანია, რაც პარტნიორის შესაბამისად არ იქცევა, არამედ იქცევა მოწინააღმდეგესავით და ავრცელებს ტყუილებს, რომ ჩვენ ვართ გლობალური ომის პარტია. მე შოკირებული ვიყავი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის მოსმენისას, როდესაც მან თქვა, რომ ეს ე.წ. რუსული კანონი სჭირდება ოპოზიციური პარტიების გასანადგურებლად და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ზიანის მისაყენებლად.
ჩემს ყოფილ კოლეგებს ვურჩევდი, გამოიყენონ მკაცრი რიტორიკა. მაგრამ ამას ასევე მოაყოლონ ქმედებები, იმიტომ რომ “ქართულმა ოცნებამ” უკვე აჩვენა, რომ მხოლოდ რიტორიკით ისინი არ შეჩერდებიან. თუ ჩვენ არ დავაწესებთ სანქციებს ამ საშინელი კანონისა და იმ ძალადობის გამო, რომელიც თბილისის ქუჩებში ვიხილეთ, ამას ცუდი შედეგები მოჰყვება. ჩვენ გვწამს ქართველების ევროპული მისწრაფებებისა და ამას მხარი უნდა დავუჭიროთ. საქართველოს მთავრობა ხელს უშლის ამას და უკვე სავსებით ნათელია, რომ თუ ამ კანონს მიიღებენ, საქართველო ევროკავშირს ვერ შეუერთდება ” , – განაცხადა იან კელიმ.
თაგები:
იან კელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს