
ავტორი
Front News საქართველო
პუტინს სურს ბევრად მეტი, ვიდრე უკრაინა და საქართველო; ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი, მას თავისი იმპერიის დაბრუნება უნდა, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა, „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
სხეფერმა, რომლის ხელმძღვანელობის დროს, 2008 წელს ნატო-მ განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები, აღნიშნა, რომ პუტინის მოთხოვნა დაპირების გაუქმებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის „რევანშისტული ჯვაროსნული ლაშქრობის“ ცრუ საბაბი იყო.
“ის არის ბიჭი, რომლის სამყაროც დაინგრა 1989 წელს. ნატო რასაც არ უნდა დათანხმებოდა, პუტინი ისევ ისეთივე პუტინი იქნებოდა. ახლა უკრაინის საკითხზე დათმობა არასწორი გზაა, რადგან ვერავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ პუტინის მადა არ გაიზრდება. პუტინს გაცილებით მეტი სურს, ვიდრე უკრაინა და საქართველო, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი, მას უნდა თავისი იმპერიის დაბრუნება“, – განაცხადა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს