
ავტორი
Front News საქართველო
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ფავორიტი გუნდი დამარცხდა, “ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე” იაპონიამ გერმანიას სძლია.
პირველი ტაიმი ევროპელთა სრული უპირატესობით წარიმართა, ანგარიში გერმანიამ ილქაი გიუნდოგანის ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანის წყალობით გახსნა, თუმცა მეორე ნახევარში მოვლენები სულ სხვაგვარად წარიმართა და იაპონელებმა მატჩის შემობრუნება მოახერხეს.
აზიელთა რიგებში თავი შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა გამოიჩინეს, 75-ე წუთზე რიცუ დოანის გოლს, 83-ე წუთზე ტაკუმა ასანოს გოლი დაემატა და მატჩის საბოლოო ანგარიში 2-1 დაფიქსირდა.
შეიძლება ითქვას, რომ ეს მიმდინარე მუნდიალის მეორე სენსაციაა, არგენტინის საუდის არაბეთთან მარცხის შემდეგ.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თაგები:
მსოფლიო ჩემპიონატი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს