Logo

იაპონიაში საქართველოს ელჩს თავს დაესხნენ

პოლიტიკა
603
Frontnews image description

იაპონიაში საქართველოს ელჩს თეიმურაზ ლეჟავას და მის მძღოლს თავს დაესხნენ. მომხდარი შემთხვევის ვიდეოს თავად ელჩი ავრცელებს.

იაპონური მედიის ცნობით, თავდასხმა ტოკიოში, საქართველოს საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

მედიის ინფორმაციით, ელჩი საელჩოს მახლობლად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მის წინ მიმავალმა მანქანამ გააჩერა, მანქანიდან კი ერთი კაცი გადმოვიდა, რომელმაც ლეჟავას ავტომობილის მისამართით ყვირილი დაიწყო. მოგვიანებით, თავდამსხმელმა ავტომანქანიდან მძღოლისა და ელჩის გადმოყვანა სცადა. საქართველოს ელჩი და მისი მძღოლი თავდასხმის შედეგად არ დაშავებულან.

მომხდარს პოლიცია იძიებს.

ლეჟავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არ იცის, თავდასხმა მიზანმიმართული იყო თუ არა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ძალადობა არც შემთხვევაში არ არის მისაღები.

“ჩვენ მოუთმენლად ველით იაპონიის სამართალდამცავი ორგანოების შესაბამის თანამშრომლობას”, – აცხადებს საქართველოს ელჩი იაპონიაში.

突如大使車のドアをあけられ攻撃されましたが、これはひどいです。

大使館のドライバーの冷静な対応に感謝します。

日本の法執行機関のしかるべきご協力に期待します。 pic.twitter.com/ZJkxffmfCx
— ティムラズ・レジャバ駐日ジョージア大使 (@TeimurazLezhava) July 14, 2023

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები