
ავტორი
Front News საქართველო
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისა და მემფის “გრიზლის” სუპერვარსკვლავის ჯა მორანტის მიმართ გამოძიება დაიწყო.
მუქარა, ძალადობა, იარაღის ტარება – ეს იმ ბრალდებათა ჩამონათვალია, რაც ლიგის გამორჩეული კალათბურთელის მიმართ ისმის.
“რამდენიმე დღის წინ მემფისის პოლიციაში მორანტის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო – 17 წლის ბიჭი აცხადებს, რომ კალათბურთელმა მემფისის ერთ-ერთ უბანში მასზე ფიზიკურად იძალადა, შემდგომ კი დაცვის წევრებთან ერთად ბიჭს სახლში მიაკითხა და იარაღით დაემუქრა. ჯამ დაადასტურა, რომ ინცინდენტი მართლა მოხდა, მაგრამ ის თავს იცავდა, რადგან ბიჭმა კალათბურთის ბურთი სახეში ესროლა.
რამდენიმე საათის წინ მორანტი ინსტაგრამის ლაივში გავიდა სტრიპტიზ კლუბიდან, სადაც იარაღით ხელში საუბრობდა თავის მაყურებლებთან.
NBA-ის წარმომადგენლები გმობენ მსგავს ქმედებას ლიგის მოთამაშეთა მხრიდან და დიდი ალბათობით გამოძიების დასრულებამდეც ჯა მორანტს ფულადი ჯარიმა დაეკისრება”, – აღნიშნულია NBA Georgia-ს გვერდზე.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თაგები:
კალათბურთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს