იარაღის დროებითი მოწმობის გაცემის საფუძვლებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებას დეპუტატებმა მხარი 79 ხმით დაუჭირეს


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტმა მეორე მოსმენით იმსჯელა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე.
ერთ-ერთი ინიციატორის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, კანონპროექტით წესრიგდება იარაღის დროებითი მოწმობის გაცემის საფუძვლებთან, იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე მისი გადაადგილების წესთან და პირობებთან, იარაღის დროებითი მოწმობის ფორმასა და გაცემის წესთან, შიდა ტრანზიტის მომსახურების ვადასა და საფასურთან, სააგენტოს მიერ გასაწევ ცალკეულ მომსახურებათა მიღების ვადასთან, დაჩქარებულ მომსახურებებთან და საფასურის განაკვეთებთან დაკავშირებული საკითხები.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შესაძლებელი იქნება განისაზღვროს მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის წინასწარ გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების გარემოებები.
დეპუტატებმა კანონპროექტს მხარი 79 ხმით დაუჭირეს.
თაგები:
დავით მათიკაშვილი

ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრეებს დროებითი მოწმობის საფუძველზე ტირში ან სასროლეთში იარაღის გადატანის უფლება მიენიჭათ

პარლამენტმა რეგლამენტში შესატანი ცვლილებით, სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესს მესამე მოსმენით მხარი 83 ხმით დაუჭირა

პაატა მანჯგალაძე – მზად ვართ დავუჭიროთ მხარი პროკურორის არჩევის წესს, თუ ისინი მხარს დაუჭერენ საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებულ ცვლილებას