იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე 3 პირი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე სამი პირი: წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის იარაღის უკანონო ტარებისთვის ნასამართლევი 1988 წელს დაბადებული დ.ჯ., ასევე, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული ი.ვ. და 1995 წელს დაბადებული ლ.დ. დააკავეს.
დანაშაულები თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
"სამართალდამცველებმა პატრულირებისას შენიშნეს, რომ დ.ჯ. თან ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, რის საფუძველზეც შესაბამის სამართლებრივ ზომებს მიმართეს. დ.ჯ.- ს ჩხრეკისას მისმა თანმხლებმა პირმა ი.ვ.-მ პატრულ-ინსპექტორებს წინააღმდეგობა გაუწია. სამართალდამცველებმა იარაღი, ვაზნებით და მჭიდით, რომელსაც დ.ჯ. მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ საქმის გამოძიების პროცესში, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულმა ლ.დ. -მ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სამართალდამცველებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 353-ე და 370-ე მუხლებით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს