Logo

იავორივის სამხედრო ბაზაზე რუსული ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

უკრაინა
13.03.2022 / 15:19
Frontnews image description

ლვოვის რეგიონში, იავორივის სამხედრო ბაზაზე რუსული ავიაიერიშის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო 134 ადამიანი, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, – ამის შესახებ ლვოვის რეგიონის გუბერნატორმა მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ტერიტორიაზე თითქმის ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია, ფეთქებადი ექსპერტებმა და სხვა სპეციალისტებმა ტერიტორიის დამატებითი დათვალიერება ჩაატარეს, ნანგრევების დიდი ნაწილი დაშალეს.

 

“სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 35 ადამიანი. კიდევ 134 საავადმყოფოშია სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით გადაყვანილი. განახლებულ მონაცემებს მოგვიანებით მოგაწვდით“, – განაცხადა კოზიცკიმ.

 

მისივე თქმით, აგრესორებმა ბაზას 30-ზე მეტი რაკეტა ესროლეს.

თაგები:

უკრაინა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები