
ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, გუშინ დმანისში მიმდინარე პროცესებზე ხელისუფლებას სათანადო რეაგირება არ მოუხდენია, რის გამოც დღეს დაპირისპირება გრძელდება.
"გუშინდელი, პირდაპირ ეთერში გასული საჯარო კადრების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ხელისუფლებას არ გამოუხატავს არანაირი პოზიცია. ეს არის ის ძალზედ მძიმე შემაშფოთებელი ფაქტი, რომელიც პირდაპირ არის ჯგუფური ძალადობის დაგეგმვა, ადამიანებზე ანგარიშსწორება, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებების მიყენება, რაც გულისხმობს იმას, რომ იდენტიფიცირებული ჯგუფები დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას", -აცხადებს ხატია დეკანოიძე.
დმანისში ამ წუთებშიც დაძაბულია ვითარება. დაპირისპირებულმა მხარეებმა ქალაქის ცენტრში გადაინაცვლეს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს