Logo

IDFI-ს დამფუძნებელი გიორგი კლდიაშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს

სამართალი
06.02.2025 / 19:37
Frontnews image description

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დამფუძნებელი გიორგი კლდიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მას შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის 4 ეპიზოდში ედავებოდა. შსს-ს წარმომადგენელი თვლიდა, რომ 23 და 24 დეკემბერს, ასევე 4 და 6 იანვარს რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის აქციის მონაწილეთა საკმარისი რაოდენობა არ იყო და გზა ხელოვნურად გადაიკეტა.

გიორგი კლდიაშვილის განცხადებით კი, შსს-ს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ამტკიცებს იმ ფაქტს, რასაც ედავებიან, შესაბამისად, მის მიმართ წაყენებული ბრალი უსამართლოა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები