IEA – რუსეთმა სამუდამოდ დაკარგა წამყვანი ენერგეტიკული სახელმწიფოს სტატუსი


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის წინააღმდეგ ომმა სამუდამოდ ჩამოართვა რუსეთის ფედერაციას წამყვანი ენერგეტიკული სახელმწიფოს სტატუსი, ასევე დააჩქარა “ოქროს გაზის ხანის” დასასრული და დააჩქარა სამყაროს გადასვლა განახლებადი ენერგიის წყაროებზე, – ამის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) წლიურ პროგნოზშია აღნიშნული.
“24 თებერვლის შემდეგ რუსეთმა დაკარგა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებელი და ბაზარი – ევროპა. რუსეთს ძალიან გაუჭირდება ევროპული ბაზრის ზარალის კომპენსაცია. რთულია ეკონომიკურად, ტექნოლოგიურად და პოლიტიკურად. შესაბამისად, რუსეთიდან ნავთობისა და გაზის წარმოება და ექსპორტი შემცირდება უახლოეს წლებში. რუსეთი გაცილებით მცირე როლს ითამაშებს გლობალურ ენერგეტიკაში”, – განაცხადა ბრიფინგზე IEA-ს ხელმძღვანელმა ფატიჰ ბიროლმა.
IEA-ს პროგნოზების მიხედვით, 2030 წლისთვის რუსეთი დაკარგავს დაახლოებით 1 ტრილიონ აშშ დოლარის შემოსავალს ბუნებრივი რესურსების ექსპორტიდან.
გარდა ამისა, რუსული წიაღისეული საწვავის ექსპორტი არასოდეს დაბრუნდება 2021 წლის დონეზე. ამავდროულად, რუსეთისთვის ადვილი არ იქნება აზიის ბაზრისკენ გადანაცვლება. ეს განსაკუთრებით ეხება ბუნებრივ აირს.
“ზოგიერთი ფიქრობს, რომ სადაც ევროპა აგებს, ჩინეთი იმარჯვებს. ეს არც ისე მარტივია. ინფრასტრუქტურული შეზღუდვების გარდა, ჩინეთიც იცვლება და გაზის მოთხოვნა ჩინეთში გაცილებით მოკრძალებული იქნება, ვიდრე ადრე იყო”, – აღნიშნა ბიროლმა.
თაგები:
რუსეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს