
ავტორი
Front News საქართველო
საქართველო და უკრაინა არიან ნატო-ს უახლოეს პარტნიორებს შორის, კვლავაც მზად ვართ მათი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
“ივნისში ბრიუსელში გამართულ სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
საქართველო და უკრაინა არიან ნატო-ს უახლოეს პარტნიორებს შორის, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებში, და მიისწრაფვიან ალიანსის წევრობისკენ.
ნატო მხარს უჭერს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას და ჩვენ კვლავაც მზად ვართ, საქართველო და უკრაინა პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერით უზრუნველვყოთ“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს