იენს სტოლტენბერგი – ჩვენ შეგვიძლია, გავზარდოთ მხარდაჭერა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მიმართულებით

ავტორი
Front News საქართველო
მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ სხვა პარტნიორებსაც უნდა დავეხმაროთ, თავიანთი მედეგობა გააძლიერონ და შესაბამისად, მიეცეთ საშუალება, თავი დაიცვან. მათ შორის საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა. საქართველოს შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, გავზარდოთ მხარდაჭერა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მიმართულებით. მაგალითად, კომუნიკაციების და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ნატო და მისი პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობა გააძლიერონ კიბერ, ახალი ტექნოლოგიებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით.
“ჩვენ ასევე აქტიურად ვიმუშავებთ სხვა მიმართულებითაც. მაგალითად, საზღვაო უსაფრთხოება, კლიმატის ცვლილებები და მედეგობა. სწორედ იმიტომ, რომ გლობალური გამოწვევები მოითხოვენ გლობალურ გადაწყვეტებს. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ჩვენს სამომავლო ურთიერთობაზე რუსეთთან. სანქციები, რომელიც დაწესდა ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების მიერ, გახლავთ უპრეცედენტო. რა თქმა უნდა, ეს აზიანებს პრეზიდენტ პუტინის საომარ მანქანას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა, რათა მალე დასრულდეს ეს გაუგონარი ომი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, სტრატეგიული კონცეფცია შეჯამდება მადრიდის სამიტზე.
“მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ნატო-ს შემდგომი სტრატეგიული ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რათა გავუმკლავდეთ და ვებრძოლოთ რუსეთს. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, როგორი ზეგავლენა ექნება ჩინეთს ჩვენს უსაფრთხოებაზე. სტრატეგიული კონცეფცია შეჯამდება მადრიდის სამიტზე ივნისში. ეს იქნება ასე ვთქვათ გზამკვლევი ჩვენი პარტნიორებისთვის და ალიანსის მოკავშირეებისთვის, შევხედოთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ. განვიხილეთ ქარტია უსაფრთხოების მიმართულებით. ასევე, 60 ინოვაციური პუნქტი იქნება სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში. ჩვენ კერძო სექტორთან, აკადემიურ წრესთან აქტიურად ვითანამშრომლებთ, რათა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები“, – განაცხადანატო-ს გენერალურმა მდივანმა.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი




