Logo

იენს სტოლტენბერგი – ნატო-ს სამიტზე პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მივიღებთ

პოლიტიკა
889
Frontnews image description

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი მადრიდის სამიტზე საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და მოლდოვასთვის მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მიიღებს.

 

“მადრიდის ნატო-ს სამიტში საქართველო და ევროკავშირიც მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს პარტნიორებისთვის – საქართველოსთვის, ბოსნია და ჰერცეგოვინისა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის, ასევე მავრიტანიისა და ტუნისისთვის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

მისივე თქმით, მადრიდის სამიტზე ნატო-ს ლიდერები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებას გეგმავენ. 

 

ნატო-ს სამიტი მადრიდში 28-30 ივნისს გაიმართება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები