Logo

იენს სტოლტენბერგი – ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს

პოლიტიკა
730
Frontnews image description

ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი „ტვიტერზე“ წერს. 

 

იენს სტოლტენბერგის თქმით, საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის უკანონო ომს.  

 

“ნატო-ს მჭიდრო პარტნიორი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი. ვისაუბრეთ უკრაინაში რუსეთის უკანონო ომზე. ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“,- წერს იენს სტოლტენბერგი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები