იენს სტოლტენბერგი – რუსეთი ცდილობს გადაჯგუფდეს, შეგვიძლია ველოდოთ დამატებით შემტევ მოქმედებებს


ავტორი
Front News საქართველო
რუსული ძალები უკრაინიდან არ გადიან, არამედ გადაჯგუფებას ცდილობს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთი კეთილსინდისიერად აწარმოებს მოლაპარაკებებს, რადგან მოსკოვის სამხედრო მიზანი უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ არ შეცვლილა.
“ჩვენი სადაზვერვო მონაცემებით, რუსული ქვედანაყოფები არა უკან იხევენ, არამედ გადაჯგუფდებიან. რუსეთი ცდილობს გადაჯგუფდეს, მომარაგდეს და გააძლიეროს შეტევა დონბასის რეგიონში. ამავდროულად, რუსეთი აგრძელებს ზეწოლას კიევსა და სხვა ქალაქებზე. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ დამატებით შემტევ მოქმედებებს, რაც კიდევ უფრო მეტ ტანჯვას მოიტანს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს