იენს სტოლტენბერგი – რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავდეს

ავტორი
Front News საქართველო
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ სრულიად შესაძლებელია, რუსეთი უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავდეს.
სტოლტენბერგის თქმით, ეს სამხედრო დანაშაული იქნება.
“ახლა, როდესაც ეს ცრუ განცხადებები გაკეთდა, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე, რადგან სავსებით შესაძლებელია, რომ რუსეთმა თავად დაგეგმოს ოპერაციები ქიმიური იარაღის გამოყენებით. ეს იქნება სამხედრო დანაშაული”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი




