
ავტორი
Front News საქართველო
ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის კრიტიკული მომენტის წინაშე ვდგავართ, უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობა გრძელდება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
“რუსეთს დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ. ნატო-ს მტკიცედ სჯერა, რომ დაძაბულობა დიალოგისა და დიპლომატიის გზით უნდა მოგვარდეს. დღეს ნატომ რუსეთს ჩვენი წერილობითი წინადადებები გადასცა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ნატო არ წავა კომპრომისზე თითოეული ქვეყნის უფლებაზე, თავად აირჩიოს თავისი ალიანსები.
“რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს აგრესიული რიტორიკისა და მავნე საქმიანობისგან, რომელიც ნატოს მოკავშირეებსა და სხვა ქვეყნებზეა მიმართული. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან, სადაც მისი ძალები აღნიშნული ქვეყნების თანხმობის გარეშეა განლაგებული“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს