იენს სტოლტენბერგი – უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ნატოს არ შეუნიშნავს არანაირი ცვლილება რუსეთის ბირთვულ სტრატეგიაში


ავტორი
Front News საქართველო
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ალიანსს რუსული ბირთვული სტრატეგიის ცვლილება არ შეუმჩნევია.
ამის შესახებ მან Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.
“ჩვენ გვესმის რუსეთის ხელმძღვანელობის ბირთვული მუქარის შემცველი რიტორიკა. ეს არის უპასუხისმგებლო და დაუფიქრებელი საქციელი. მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო 24 თებერვალს, ნატოს არ შეუნიშნავს არანაირი ცვლილება რუსეთის ბირთვულ სტრატეგიაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
კითხვაზე, შეიცვალა თუ არა რუსეთის ბირთვული ძალების მზადყოფნის დონე, სტოლტენბერგმა უპასუხა – „არა, ჩვენ ამის ნიშნები არ გვაქვს“.
ამასთან, ნატოს გენერალურმა მდივნმა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს აქვს უფლება დაეხმაროს უკრაინას, რომელსაც, თავის მხრივ, აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი.
“ჩვენი ამოცანაა მინიმუმამდე დავიყვანოთ ატომური იარაღის გამოყენების რისკი. ნატო არის ყველაზე ძლიერი ალიანსი მსოფლიოში და ჩვენი გზავნილი ნათელია: ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, მხოლოდ დამარცხებულები იქნებიან”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს