
ავტორი
Front News საქართველო
დღევანდელ შეხვედრაზე ნატო-ს ლიდერები ელოდებიან მხარდაჭერას იმ პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლის ქვეშ არიან, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოცაა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს უფლება, აირჩიოს თავისი გზა.
“დღევანდელ შეხვედრაზე ლიდერები მოელიან მხარდაჭერას იმ პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლის ქვეშ არიან, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოცაა. საქართველოს აქვს უფლება, აირჩიოს თავისი გზა. ნატო-ს მოკავშირეები მრავალი წლის განმავლობაში მხარს უჭერდნენ საქართველოს. ასე რომ, მათ უნდა განახორციელონ რეფორმები თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზაციისთვის. უკრაინაში სასტიკი შეჭრა მხოლოდ ხაზს უსვამს საქართველოსადმი მხარდაჭერის საჭიროებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს