იერუსალიმში ავტოსადგურზე აფეთქებები მოხდა, არიან დაშავებულები


ავტორი
Front News საქართველო
იერუსალიმში, რამოტის რაიონში მდებარე ავტოსადგურზე აფეთქებები მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანია დაშავებული.
წინასწარი ინფორმაციით, ამოქმედდა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ჩანთაში იყო.
მედია დაშავებულების შესახებ სხვადასხვა მონაცემებს ავრცელებს. ზოგიერთი მონაცემებით, ორივე აფეთქების შედეგად დაშავებულია მინიმუმ 7 ადამიანი, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. კიდევ ერთი ინფორმაციით, დაშავდა 12 ადამიანი.
როგორც მედია წერს, პირველი აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანია დაშავებული, მათგანი ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ავტოსადგურებს და ავტობუსის გაჩერებებზე პოლიცია ასაფეთქებელ მოწყობილობებს ეძებს.
თაგები:
აფეთქება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს