
ავტორი
Front News საქართველო
ეს არჩევნები იყო სუსის და „ეფესბეს“ კოორდინირებული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ამიტომ, ამ აბსურდის აღიარებას არ აპირებს არავინ. მნიშვნელოვანია, რომ დღეს 19:00 საათზე პარლამენტთან ვიყოთ ძალიან ბევრი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ იგორ ნარმანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე.
“ეს არჩევნები იყო სუსის და „ეფესბეს“ კოორდინირებული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ამიტომ, ამ აბსურდის აღიარებას არ აპირებს არავინ. ჩვენ ვხედავთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეაქციას, რომ ისინი არ აპირებენ აღიარონ არჩევნების შედეგები, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დღეს 19:00 საათზე პარლამენტთან ვიყოთ ძალიან ბევრნი.
ივანიშვილს უნდა, რომ ჩვენ გადავვარდეთ ნიჰილიზმში, ამიტომ არცერთი ჩვენგან რუსული რეჟიმის სასარგებლოდ არ უნდა გადავარდეს ნიჰილიზმში, პირიქით, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ვართ უფრო მეტად მოტივირებულები, რათა ბოლომდე მივიყვანოთ ეს ბრძოლა და დავასრულოთ რუსული რეჟიმი საქართველოში. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე”, – განაცხადა იგორ ნარმანიამ.
თაგები:
იგორ ნარმანია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს