ილჰამ ალიევი – არჩევნების შემდეგ პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ და ეს არის იმის სიმბოლო, რომ უმაღლესი ურთიერთობები გაგვაჩნია


ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ და ეს არის იმის სიმბოლო, რომ უმაღლესი ურთიერთობები გაგვაჩნია აზერბაიჯანსა და საქართველოს და ამ გადაწყვეტილებისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ორიოდე თვის წინ შეგხვდით ბაქოში და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ COP2029-ში მონაწილეობისთვის, რომელიც ბაქოში გაიმართა. ათი თვით ადრე თქვენ აზერბაიჯანში ბრძანდებოდით. ბოლო ათი თვის განმავლობაში მესამე ვიზიტია აზერბაიჯანში და ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან ღრმა და არსებითია ურთიერთობები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.
ეს კონკრეტული ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის არის, იმდენად, რამდენადაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც საქართველოში გაიმართა, ეს თქვენი პირველი უცხოური ვიზიტია და ვიყენებ ამ შესაძლებლობას და მოგილოცავთ გამარჯვებას „ქართულ ოცნებას“, პარტიას, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ და გისურვებთ თქვენ და თქვენს მთელ გუნდს განახლებულ წარმატებას. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ და ეს არის იმის სიმბოლო, რომ უმაღლესი ურთიერთობები გაგვაჩნია აზერბაიჯანსა და საქართველოს და ამ გადაწყვეტილებისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
თაგები:
ილჰამ ალიევი

ილჰამ ალიევი – ჩვენ, ორი მეგობრული და მოძმე ქვეყანა მხარდამხარ ვივლით წინ და ყველა საკითხს ერთად გადავჭრით

შალვა პაპუაშვილი – ნურავინ თავს ნუ იტყუებს და ნუ იმშვიდებს, ეს კატასტროფული მარცხი მათთვის ნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა ადგილი მიუჩინა

ილჰამ ალიევი – ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მეგობრობა და პარტნიორობა ერებს შორის