ილჰამ ალიევი – ჩვენი მეგობრობა და ძმობა ეფუძნება ღრმა ისტორიულ ფესვებს
პოლიტიკა
16.03.2024 / 21:22


ავტორი
Front News საქართველო
საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით არიან, – ამის შესახებ აზერბაიჯანია პრეზიდენტი ილჰამ ალიევი “ტვიტერზე” წერს.
როგორც ალიევი აღნიშნავს, ორი ქვეყნის მეგობრობა და ძმობა ეფუძნება ღრმა ისტორიულ ფესვებს.
“საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით არიან, ჩვენი მეგობრობა და ძმობა ეფუძნება ღრმა ისტორიულ ფესვებს.
საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ხალხები ცხოვრობენ მეგობრულ და კეთილმეზობლურ გარემოში.
სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები აგებულია ამ ძლიერ ფუნდამენტზე”, – აღნიშნავს ილჰამ ალიევი.
თაგები:
ილჰამ ალიევი
მსგავსი სიახლეები