ილჰამ ალიევი – მოვითხოვთ ამ ტერორისტული აქტის სწრაფ გამოძიებას


ავტორი
Front News საქართველო
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმას გმობს და მომხდარის სწრაფ გამოძიებას მოითხოვს.
“მტკიცედ ვგმობ ტერორისტულ აქტს, რომელიც დღეს თეირანში, ჩვენი საელჩოს მიმართ განხორციელდა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უფროს ლეიტენანტ ორჰან რიზვან ასკეროვის ოჯახისა და ახლობლების მიმართ, რომელიც საელჩოსა და მისი თანამშრომლების დაცვის უზრუნველყოფისას დაიღუპა.
ჩვენ მოვითხოვთ ამ ტერორისტული აქტის სწრაფ გამოძიებას და ტერორისტების სწრაფად დასჯას. დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე ტერორისტული თავდასხმა დაუშვებელია“, – წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი Twitter-ზე.
ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა დღეს მოხდა, დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს